მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტოიოტას" ახალი ტრანსპორტი "ბორბლიანი ელექტრო ცოცხია"

5db59096d348f
ანი ციხისთავი
27.10.19 17:20
5172
"ტოკიოს ავტო შოუზე", რომელზეც ყოველწლიურად მრავალი ავტომობილისა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალების პრეზენტაცია ხდება, "ტოიოტამ" ელექტრონული ცოცხი წარადგინა. ცოცხის ბოლოში ბორბალია დამაგრებული.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ცოცხის გამოყენებას ადამიანი გორგოლაჭებიანი ფეხსაცმლით შეძლებს.

როგორც აღმოჩნდა, შემქმნელებისთვის შთამაგონებელი სწორედ ზღაპრებში აღწერილი მფრინავი ცოცხი გახდა, რომელსაც ჯადოქრები იყენებენ.

"ტოიოტას" წარმომადგენლის თქმით, "ტოიოტას" სურდა, ადამიანებს თავი მომავლის წარმომადგენლებად ეგრძნოთ. მისივე განცხადებით, ამ პროდუქტის მიზანია, ადამიანი და მანქანა გააერთიანოს და მობილურობის შესაძლებლობები თავიდან დაამტიკიცოს.

ელექტრული ცოცხის გამოცდა შოუს სტუმრებს თავად შეუძლიათ.