მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიო ყველაზე პატიოსანი ქალაქია დაკარგული ნივთების დაბრუნების სტატისტიკის მიხედვით

5e2019adc9071
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 00:00
2439
გავლენიანი მედია ორგნიზაცია BBC-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონია ყველაზე პატიოსანი ქალაქია. მათ პატიოსნების შეფასების თავისებური მეთოდი გამოიყენეს, რომელიც დაკარგული ნივთების დაბრუნების სტატისტიკას ეფუძნება.

როგორც გამოცემა წერს, საფულის ან ჩანთის დაკარგვა დიდი უსიამოვნებაა, რადგან მას თან ახლავს დიდი გაურკვევლობა, როგორიც არის სახლის კარებზე საკეტების შეცვლა, საკრედიტო ბარათების ან საბანკო ანგარიშების დაბლოკვა. მაგრამ მსოფლიოში არის ერთი ქალაქი, სადაც დიდი ალბათობით აღნიშნული უსიამოვნება არ შეგხვდებათ და ეს ტოკიოა.

ქალაქი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 14 მილიონია და არც ვიზიტორების ნაკლებობას უჩივიან, წლის განმავლობაში მილიონობით ნივთი იკარგება, მაგრამ მათი უმეტესობა მფლობელს უბრუნდება.

დაკარგული ნივთების დაბრუნების სტატისტიკა ასეთია: 545,000 პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ანუ 78%-ი დაკარგული მოწმობების); 130,000 მობილური ტელეფონი (83%) და 240,000 საფულე (65%). აღსანიშნავია, რომ დაკარგული ნივთების დაბრუნება ძირითადად იმავე დღეს ხდება.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკსა და ტოკიოში დაკარგული ტელეფონებისა და საფულეების შედარებისას ჩატარებული კვლევის თანახმად, მკვლევარების მიერ „დაკარგული“ ტელეფონების 88% პოლიციამ მფლობელებს გადასცა, მაშინ როდესაც ნიუ-იორკში ტელეფონის დაბრუნების პროცენტულობამ მხოლოდ 6%-ი შეადგინა. რაც შეეხება საფულის დაბრუნებას, 80%-ია ტოკიოში, ხოლო 10% - ნიუ-იორკი.