მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიოს პროკურატურამ Nissan-ის ყოფილი დირექტორის მეუღლის დაკავების ორდერი გასცა

5e15816320aba
ნათია თაქთაქიშვილი
08.01.20 11:19
985
ტოკიოს პროკურატურამ Nissan-ის ყოფილი დირექტორის კარლოს გონის მეუღლის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კეროლ ნაჰასს მისი ქმრის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. კეროლ ნაჰასი ამჟამად ბეირუთში იმყოფება, სადაც მისი ქმარი დეკემბრის ბოლოს გაიქცა.

აღსანიშნავია, რომ ლიბანსა და იაპონიას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ინტერპოლმა გონიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ასევე ედება პირადი ინვესტიციებით გამოწვეული 16-მილიონი ზარალის Nissan-ის სახსრებით ანაზღაურება. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა.

2019 წლის აპრილში ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. თავად ბრალდებებს უარყოფდა. სასამართლო პროცესი გონის საქმეზე რამდენიმე თვეში უნდა დაწყებულიყო.