მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვინც მთავრობის უმოქმედობას „აპრავებს“, გვეუბნება, რომ თვეში 600 ადამიანის სიკვდილს შევეგუოთ“

60facfba5a909
ინგა მურუსიძე
23.07.21 23:20
583
მიუხედავად იმისა, დაიწყება თუ არა დღეში 19 000 დოზა ვაქცინის ადმინისტრირება, შემოდგომა-ზამთარში მაინც დაუცველები ვიქნებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

„მთავარი კითხვა არის, თუ რაზე გვაქვს პრეტენზია. პრეტენზია გვაქვს რომ დროულად ავიცრათ, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიყოთ განვითარებული ქვეყანა, თუ ვიყოთ მოჩანჩალე ქვეყანა, რომელსაც „კოვაქსი“ რასაც მიაწვდის, იყოს კმაყოფილი და რაც იქნება, ის იქნება.

მთავარია ჩვენ რაზე გვაქვს პრეტენზია, თორემ საერთაშორისო ბიუროკრატიას აქვს თავისი ამოცანა, რომ გაამართლოს თავისი არსებობა - ეს მოტივაცია ცხადზე უცხადესია. მთავარია დავინახოთ, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა. მადლობა ღმერთს, ჩამოდის „ფაიზერის“ დიდი დოზები, პრობლემა კი არის იმაში, რომ ხვალიდან რომ დაიწყოს 19 ათასი დოზის ადმინისტრირება დღეში, უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ - ამ შემოდგომა-ზამთარში დაუცველები ვართ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია სიკვდილიანობისგან დასაცავად.

„აცრა იცავს სიკვდილისგან, რაც უფრო დიდია მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც აუცრელია, მით მაღალი გვექნება სიკვდილიანობა. შევადაროთ ნებისმიერი აცრილი ქვეყანა, სადაც უკვე 60% მიღწეულია იმუნიზაციის მაჩვენებელი. მაგალითად, ესპანეთში კვირის დასაწყისში იყო 47 ათასი ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოში იყო 4800 ინფიცირებული და 52 გარდაცვლილი.

ეს კი ნიშნავს, რომ აუცრელები სიკვდილისგან დაცულები არ არიან, ხოლო მე, როგორც აცრილს, შეიძლება ვირუსი შემხვდეს, მაგრამ დაცული ვარ სიკვდილისგან. ის, ვინც ამართლებს და „აპრავებს“ იმ უმოქმედობას, რომელსაც ვხედავთ საქართველოს მთავრობისგან, პრაქტიკულად გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ახლა თვეში 600 ადამიანი კვდება სწორედ ამის გამო, ხოლო შემოდგომის განმავლობაში შეეგუეთ 3000 ადამიანის სიკვდილს“, - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.