12.მარტი .2020 09:27

ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

views 464
უკან

ავსტრალიაში მიმდინარე გადაღებების დროს, მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ განცხადება თავად მსახიობმა Instagram-ის მეშვეობით გააკეთა. 

ტომ ჰენკსი სტუდია Warner Brothers-ის ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. CNN-ის ინფორმაციით, კინოსტუდია შეისწავლის ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვისაც ოსკაროსან მსახიობთან ჰქონდა შეხვედრა. 

ეს ავსტრალიაში ვირუსით ინფიცირების რიგით 138-ე და 139-ე შემთხვებები იყო.