მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც უკრაინაში იანვარ-მაისში გავყიდეთ

5ef44a43cddc2
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 10:10
1114
2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 28.1%-ით შემცირდა და 42.5 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში უმსვილესი ქვეყნების - ჩინეთის, რუსეთის, ბულგარეთისა და თურქეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს.

BM.GE-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში უკრაინაში ადგილობრივი ექსპორტით გატანილ საქონელს შორის სპირტიანი სასმელები ლიდერობს. ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტი კი ასე გამოიყურება:

1. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 12.4 მლნ დოლარი, 2 815 611 ლიტრი;
2. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 8.7 მლნ დოლარი, 48 951 ტონა;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 8.3 მლნ დოლარი, 18 951 305 ლიტრი;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7.9 მლნ დოლარი, 2 923 264 ლიტრი;
5. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1.0 მლნ დოლარი, 196.1 ტონა;
6. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 673.5 ათასი დოლარი, 336.0 ტონა;
7. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 428.6 ათასი დოლარი, 805 280 ლიტრი;
8. ფეროშენადნობები - 329.1 ათასი დოლარი, 286.0 ტონა;
9. თხილი და სხვა კაკალი - 318.5 ათასი დოლარი, 77.0 ტონა;
10. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 263.8 ათასი დოლარი, 323.5 ტონა.

დანარჩენი საქონლის ადგილობრივმა ექსპორტმა 1.9 მლნ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში უკრაინაში საქონლის ტოპ ექპორტიორი კომპანიები იყვნენ: შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; სს თელიანი ველი; შპს ალკოჰოლური სასმელების ქარხანა; შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ; შპს ლეგომეტალი; შპს ქართული ღვინის სახლი; შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო; სს რუსთავის აზოტი; შპს CAUCASIAN ALCO; შპს ტიფლისიდისტილერი TIFLISIDISTILLERY.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 16.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.3%-ს შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0%-ით შემცირდა და 894.0 მლნ დოლარს გაუტოლდა.