მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ადგილი, რომლის მონახულებაც ტურისტებს ყველაზე მეტად სურთ

60e438a46ba86
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.21 00:44
647
წამყვანმა ტურისტულმა კომპანია Unforgettable Travel-მა მსოფლიოს იმ ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლის მონახულებაც პანდემიის მიუხედავად, ყველაზე მეტად სურთ ტურისტებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტურისტულმა სააგენტომ ანალიტიკური კვლევა მარკეტინგულ სააგენტოს SEO Travel-ს დაუკვეთა, რომლის მიხედვითაც ტურისტებს ყველაზე მეტად ბურჯ-ხალიფას მონახულება სურთ, რომელიც დუბაიში მდებარეობს. ანგარიშის მიხედვით, მინიმუმ 10,000 ადამიანი ცდილობს ინფორმაცია შეაგროვოს ბურჯ-ხალიფასთან დაკავშირებით.

ტურისტების მეორე ყველაზე მოთხოვნადი ადგილი, აშშ-ს თავისუფლების ქანდაკების გარშემო სანაოსნო ტურია. ამ აქტივობის შესახებ თვეში დაახლოებით 9,300 ადამიანი ცდილობს მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია. მესამე ადგილზე - ევერესტია, რომლის შესახებ ინფორმაციას თვეში დაახლოებით 9,000 ადამიანი აგროვებს.

TOP-10 ადგილი, რომელის მონახულებაც ტურისტებს ყველაზე მეტად სურთ:

1. ბურჯ-ხალიფა
2. სანაოსნო ტური აშშ-ს თავისუფლების ქანდაკების გარშემო
3. ევერესტის მონახულება
4. ეგვიპტეში მდინარე ნილოსზე კრუიზი
5. ეიფელის კოშკზე ასვლა
6. ლას-ვეგასის სტუმრობა
7. სან-ფრანცისკოში მდებარე GOLDEN GATE BRIDGE-ის გადაკვეთა
8. THE EMPIRE STATE BUILDING-დან ნიუ-იორკის დათვალიერება
9. ლუვრში ვიზიტი
10. რომის კოლოსეუმის მონახულება.