მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ-10 ეკონომიკური ფაქტი ნიუ-იორკზე

5df8e58aeb89a
მარიამ ადამია
17.12.19 21:00
4680
ნიუ-იორკი ეს არის შტატი, რომელიც ურბანულად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია, სადაც მთლიანად შტატის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, არის რამდენიმე ფაქტი ნიუ-იორკის ეკონომიკის შესახებ, რომლებიც უმრავლესობამ არ იცის:

1. ნიუ-იორკის ეკონომიკა კანადისას უტოლდება.
შტატსა და ქვეყანას, გარდა საზღვრისა და ნიაგარას ჩანჩქერისა, ასევე აერთიანებთ ექსპორტი, რადგან ნიუ-იორკი კანადის უმსხვილესი ექსპორტიორია. ამიტომაც ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შტატი, დამოუკიდებელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მსოფლიო რეიტინგში ეკონომიკური მაჩვენებლებით მეთერთმეტე ადგილს დაიკავებდა კანადასა და სამხრეთ კორეას შორის.

2. წინასწარი პროგნოზებით, ქალაქ ნიუ-იორკის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2035 წელს, შესაძლოა, ტოკიოს მთლიან შიდა პროდუქტს გადააჭარბოს. 
Office of the New York State Comptroller-ის მონაცემებით, 2017 წელს, ნიუ-იორკის შტატის მშპ-მ 1.5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2035 წლისთვის ეს რიცხვი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ქალაქ ნიუ-იორკის შემთხვევაში 2,5 ტრილიონი ამერიკული დოლარი იქნება, ამ მაჩვენებლით კი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქი გახდება და ტოკიოსაც გადაუსწრებს.

3. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქალაქში.
ნიუ-იორკი უმდიდრეს ქალაქებს შორის ლიდერია. ანუ თუკი მაჩვენებლებს რიცხვებში ჩავშლით, სურათი ასეთია, მილიარდერთა რაოდენობა შტატში - 103-ს უტოლდება, იმ დროს როდესაც, ეს მაჩვენებელი ჰონგ-კონგში - 93-ია, სან-ფრანცისკოში - 74, ხოლო მოსკოვში - 62.

4. ნიუ-იორკი, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს ავსებს, იმ დროს როდესაც ტერიტორიის თვალსაზრისით მხოლოდ 1%-ია.

5. ნიუ-იორკში უმუშევრობის მაჩვენებლები 2018 წელს ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მთელს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნიუ-იორკში ეს ტენდენცია საპირისპიროდ წამოვიდა, შემცირდა და ბოლო კვარტალში 4%-ს გაუტოლდა.

6. ნიუ-იორკი ვაშინგტონის შემდეგ ვაშლის მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. 
შტატში 700 ვაშლის ბაღია, სადაც 29,5 მილიონი ვაშლის ბუჩქია, ყოველი მათგანი კი 125 ვაშლის ნაყოფს იძლევა. აქვე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ნიუ-იორკის შტატში მოყვანილი ვაშლი, თითოეულ მოქალაქეზე რომ თანაბრად გადავანაწილოთ, თითოეულს 11 ცალი შეხვდება.

7. ნიუ-იორკი ლიდერია რძის პროდუქტების წარმოებით.
მიუხედავად ამისა, ვაშლის წარმოებას გაცილებით აღემატება, ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც იწარმოება შტატში და უკავშირდება რძის ინდუსტრიას. ანუ გამოდის, რომ ვაშლით არა, მაგრამ ყველით, იოგურტითა და არაჟნით ნიუ-იორკი ნამდვილად პირველია.

8. ნიუ-იორკი ბრილიანტების უმსხვილესი ექსპორტიორია.
მხოლოდ გასულ წელს იშვიათი ბრილიანტების ექსპორტმა 13 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. თუმცა, თუ ძვირად ღირებულ პროდუქციაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ბრილიანტებზე არ დებს ნიუ-იორკი ფსონს. ნიუ-იორკი ფუფუნების საგნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომწოდებელიცაა, მათ შორის ძვირად ღირებული ნახატების, სამკაულების, ოქროსა და ხელოვნების ნიმუშების.

9. ყველაზე ძვირად ღირებული სახლი აშშ-ის მასშტაბით, ნიუ-იორკში მდებარეობს.
ნიუ-იორკში ყველაზე ძვირად ღირებული სახლის მფლობელი კენ გრიფინია. ის "ცენტრალ პარკის" 220 ნომერში მდებარეობს და 238 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც 180-ჯერ აღემატება მანჰეტენში სახლების საშუალო ღირებულებას.

10. ნიუ-იორკში dunkin-ის კაფე უფრო მეტია ვიდრე Starbucks-ის.
რეალურად შტატში dunkin-ის კაფეების რაოდენობა - 596-ს უტოლდება, ხოლო Starbucks-ის 317-ს.