მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 კომპანია, რომელიც პანდემიის გამო გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა

5f0456208a0d1
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 00:00
13607
კორონავირუსის პანდემიამ მრავალი სავაჭრო ცენტრის, სპორტული დარბაზის, კაფე-ბარების და რესტორნების დახურვა გამოიწვია, ასევე გაუქმდა ათასობით ავიარეისი. ამ ყველაფრის შედეგად ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. კრიზისმა დააზარალა როგორც მცირე ბიზნესი, ასევე საკმაოდ ცნობილი და დიდი კომპანიები.

გთავაზობთ TOP-10 ცნობილ და უმსხვილეს კომპანიებს, რომლებიც პანდემიის გამო თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ:

Wendy’s-ის მმართველი ერთ-ერთი კომპანია

მსოფლიოში ცნობილმა სწრაფი კვების რესტორნების ქსელის Wendy’s-ის ერთ-ერთმა მმართველმა კომპანიამ, რომელიც ამერიკაში ქსელის 385 რესტორანს ფლობს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გაკოტრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. კომპანია NPC International-ი, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, 1 მილიარდი დოლარით დაზარალდა.

Forever 21

ამერიკულ მაღაზიათა ქსელ Forever 21-ს კი ფინანსური პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიამ კი კომპანია გაკოტრების პირას მიიყვანა.

Aeromexico

მექსიკის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeromexico-მ გაკოტრების შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ განაცხადა. პანდემიის გამო ავიაკომპანიის თითქმის ყველა ავიარეისი შეწყდა, რამაც კომპანიის გაკოტრება გამოწვია.

Cirque du Soleil

Cirque du Soleil მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცირკია, რომელიც წარმოდგენებს ლას-ვეგასში მართავს. პანდემიის გამო ცირკს წარმოდგენების გამართვის უფლება ჩამოერთვა, რის გამოც მათ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ცირკის 3 500 თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა.

24 Hour Fitness

სპორტული დარბაზების ქსელმა 24 Hour Fitness რამდენიმე დღის წინ გაკოტრების შესახებ განაცხადა. რამდენიმეთვიანი დახურვის შემდეგ კომპანიმ გადაწყვიტა 400 სპორტული დარბაზი გაყიდოს, რათა კრიზისის დაძლევა შეძლოს.

Avianca

Avianca ლათინური ამერიკის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ავიარეისების 88%-ის გაუქმების გამო კომპანიამ გაკოტრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან, ავიაკომპანიის ათასობით თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა.

Aldo

პანდემიით გამოწვეული კრიზისი შეეხო ფეხსაცმლის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებელ ALDO-საც ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე. მაისის დასაწყისში კომპანიამ გაკოტრებისაგან დაცვის მე-15 მუხლის ამოქმედება მოითხოვა აშშ-ში და იგივეს აპირებდა კანადაში, თუმცა კანადის მთავრობის მხარდაჭერით მან მყისიერად შეძლო მოეზიდა დიდძალი ფულადი რესურსი და დაძლია კრიზისი მოკლე დროში.

მიუხედევად იმისა, რომ COVID-19-მა მცირე ხნით კომპანიის ფულადი სახსრების ბრუნვას პრობლემა შეუქმნა, კრიზისმა საბოლოოდ არ იქონია დიდი გავლენა კომპანიის მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე - არ შეწყვეტილა პროდუქციის მაღაზიებისთვის მიწოდება და ბრენდი ემზადება 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კამპანიის გასაშვებად.


Brooks Brothers

კორონავირეუსმა ასევე სერიოზული პრობლემა შეუქმნა მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Brooks Brothers-ს, რომლის მაღაზიებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო.

L Brands

Victoria's Secret-ის მფლობელი კომპანია L Brands-ი აცხადებს, რომ კომპანია წლის განმავლობაში დახურავს ქალის თეთრეულის 250 მაღაზიას და ასევე სააბაზანო ჰიგიენისთვის განკუთვლილ 50-მდე ლოკაციას. კომპანიის განცახადებით, L Brands-ი კერძო კაპიტალის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სახსრების მოსაძიებლად, რათა შეძლოს დარჩენილი ქსელის გადარჩენა.

AMC Theatres

გაკოტრების პირას არის AMC Theatres-ი. კომპანიის განცახდებით, მართალია მათი კინო-თეატრების უმეტესობა მომავალი თვიდან გაიხსნება, მაგრამ არ აქვთ იმედი ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნონ, რადგან ახალი ფილმების პრემიერები მნიშვნელოვნად შემცირებულია და ასევე მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების განახლების შესაძლებლობა აშფოთებთ.