მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top 10 კომპანია, რომელიც საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს ახორციელებს

5e3129096f8e8
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.20 23:15
2169
2019 წელს საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 521.8 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 25.3%-იანი წილი ექსპორტს უკავია, რაც 131.8 მლნ დოლარს შეადგენს.

BM.GE-მ საქსტატიდან უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეული გამოითხოვა, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში აშშ-ში საქონელს ყიდდნენ.
ესენია:

• "აიდიეს ბორჯომი საქართველო;
• შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი";
• სს თელავის ღვინის მარანი;
• შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი;
• შპს არესემ კორპ;
• შპს არომაპროდუქტი;
• შპს კავკასპაკ;
• შპს ლაკი;
• შპს რუსთავის ფოლადი;
• შპს ჯორჯიან მანგანეზი;
• შპს ჯორჯიან ტექნოლოჟი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 2018 წელთან შედარებით 17.3%-ით შემცირდა (159.9 მლნ დოლარი), რაც ძირითადად ფეროშენადნობების ექსპორტის კლებით იყო განპირობებული. ექსპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს 2019 წელსაც ფეროშენადნობები იკავებდა, კონკრეტულად კი გასულ წელს აშშ-ში 116.6 მლნ დოლარის ღირებულების 94 843 ტონა ფეროშენადნობები გაიყიდა, მაშინ როდესაც 2018 წელს 143.8 მლნ დოლარის ღირებულების 114 466 ტონა ექსპორტირდა.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.