მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top-10 მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა

61b0c06cebd36
ნათია თაქთაქიშვილი
09.12.21 00:10
17227
ანალიტიკური პლატფორმა Statista ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ზე დაყრდნობით 2020 წლის მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს.

კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სათავეში სომალია, მეორეზე სუდანი, ხოლო მესამე ადგილს სირია იკავებს.

მთლიანობაში, საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ქვეყნების ორ მესამედზე მეტმა  საშუალო ქულა 43 მიიღო 100-ქულიანი სისტემიდან, რაც მიუთითებს კორუფციის საშიშ გავრცელებაზე. ორგანიზაცია მაღალ კორუფციას კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ სირთულეებსაც უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ 180-მდე ქვეყანა შეისწავლა.

TOP-10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა:

1. სომალი
2. სამხრეთ სუდანი
3. სირია
4. იემენი
5. ვენესუელა
6. სუდანი
7. ეკვატორული გვინეა
8. ლიბია
9. სამხრეთ კორეა
10. კონგო

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ახალი ზელანდია, დანია, ფინეთი, შვეიცარია, სინგაპური, შვედეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი.