მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 მთავარი საიმპორტო საქონელი - რას ყიდულობს საქართველო სხვა ქვეყნებისგან?

60545fede4648
შოთა ტყეშელაშვილი
19.03.21 14:44
2763

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთიდან სულ $1.15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განახორციელა, რაც 2020 წელთან შედარებით 14.1%-ით, ანუ $190 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, თანხობრივად 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან 7-ის იმპორტი შემცირებულია, მათ შორის ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტშია, რაც თავის მხრივ ავტომობილების რეექსპორტის ვარდნას უკავშირდება. 

საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი


1. მსუბუქი ავტომობილები - $98.2 მილიონი, კლება წინა წელთან 28.2%;




2. ბუნებრივი აირი - $90 მილიონი, კლება წინა წელთან 13.8%;



3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $83.5 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;



4. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $59.4 მილიონი, კლება წინა წელთან 21%;



5. გვირაბის მთხრელი მანქანა (ჩამოტანილია ქვეშეთი კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანისთვის) - $40.8 მილიონი.



6. მედიკამენტები - $39.5 მილიონი, კლება წინა წელთან 6.7%;



7. სატვირთო ავტომობილები - $29 მილიონი, ზრდა 86%;




8. მობილურები და სხვა სატელეფონო აპარატები - $13.4 მილიონი, კლება წინა წელთან 0.7%;



9. ელექტროენერგია - $17.6 მილიონი, კლება წინა წელთან 15.6%;



10. ხორბალი - $15.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 56%.