04.მაისი .2021 14:46

ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც აპრილში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც აპრილში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა
views 341
უკან

საქსტატის მონაცემებით 2021 წლის აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ წინა თვის მსგავსად 7,2% შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. მზესუმზირის ზეთი - ფასი გაიზარდა 76,6%-ით;
2. თერმომეტრი - 68,4%-ით;
3. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,5%-ით;
4. საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,6%-ით;
5. წიწიბურა - 32,2%-ით;
6. ლურსმანი - 31,9%-ით;
7. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება)- 30,8%-ით;
8. საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 28,8%-ით;
9. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 28,3%-ით;
10. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 27,9%-ით.


ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის აპრილში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ნიორი - ფასი შემცირდა 62,6%-ით
2. ლიმონი - (-50,4)%-ით;
3. კარტოფილი - (-46,4)%-ით;
4. ხახვი - (-43,5)%-ით;
5. ქლიავი - (-29,9)%-ით;
6. მანდარინი - (-29,1)%-ით;
7. ვაშლი - (-26,7)%-ით;
8. ატამი - (-26,1)%-ით;
9. კომბოსტო - (-24,4)%-ით;
10. ყურძენი - (-23,7)%-ით;