მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

5f27e8a116059
ირაკლი მაკალათია
03.08.20 21:15
1752
2020 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. წიწიბურა - ფასი გაიზარდა 122,7%-ით
2. ვაშლი - 58,7%-ით
3. ფორთოხალი - 50,5%-ით
4. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 44,1%-ით
5. ატამი - 41,7%-ით
6. ნიორი - 39,7%-ით
7. კივი - 39,4%-ით
8. მწვანილი - 37,1%-ით
9. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 33,6%-ით
10. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება)- 33,4%-ით


ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის ივლისში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. თვითმფრინავით მგზავრობა - ფასი შემცირდა 62.2%-ით
2. ხახვი - (-34,4)%
3. ბენზინი - (-24,8)%
4. ბადრიჯანი -(-24,6)%
5. დიზელის საწვავი -(-23,5)%
6. მუზეუმის ბილეთი -(-21,5)%
7. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ -(-15,6)%
8. სტაფილო -(-14,7)%
9. კარტოფილი -(-11,4)%
10. მწვანე ლობიო -(10,9)%