მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

5e8725f28e0ce
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 16:05
1959
2020 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა. გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ნიორი - ფასი გაიზარდა 273,0%-ით
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68,3%-ით
3. ლიმონი - 66,9%-ით
4. წიწიბურა - 63,1%-ით
5. ვაშლი - 61,6%-ით
6. საზამთრო- 58,0%-ით
7. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი - 38,2%-ით
8. ჭარხალი - 34,5%-ით
9. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 34,4%-ით
10. ატამი - 33,7%-ით

ასევე, გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2020 წლის თებერვალში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. კომბოსტო - ფასი შემცირდა 68,5%-ით
2. თვითმფრინავით მგზავრობა (-39,0%-ით)
3. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ (-19,0%-ით)
4. წიწაკა (-18,1%-ით)
5. USB ფლეშბარათი (-14,6%-ით)
6. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი (-14.5%-ით)
7. ბადრიჯანი (-11,1%-ით)
8. მწვანე ლობიო (-10,9%-ით)
9. ქალის დემისეზონური ქურთუკი (-9,9%-ით)
10. მამაკაცის ფეხსაცმელი (-9,5%-ით)

მთავრობა ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას სუბსიდირების პროგრამით აპირებს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი, რძის ფხვნილი. აქვე გთავაზობთ ამ პროდუქტების ინფლაციის მაჩვენებლებს მარტის თვეში.

1. წიწიბურას ფასი გაიზარდა 63,1%-ით
2. შაქარი - 27,3%-ით
3. ხორბლის ფქვილი - 17,6%-ით
4. ლობიო - 13,4%-ით
5. მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 10,7%-ით
6. მზესუმზირის ზეთი - 9,3%-ით
7. ქარხნული რძე - 5,2%-ით
8. ბრინჯი - 4,7%-ით
9. ხორბლის პური - 3,4%-ით