მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

6066f3da7501d
ირაკლი მაკალათია
02.04.21 14:25
2484
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7,2% შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულება, რის შედეგადაც საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირის ჯგუფში 7,6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით):

1. მზესუმზირის ზეთი - გაძვირდა 62,8%-ით;
2. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 40,1%-ით;
3. წიწიბურა - 36,4%-ით;
4. ლურსმანი - 35,2%-ით;
5. თერმომეტრი - 31,9%-ით;
6. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 31,8%-ით;
7. მწვანე ლობიო - 30,8%-ით;
8. თევზის კონსერვი - 30,6%-ით;
9. შაქარი - 30,1%-ით;
10. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები- 29,2%-ით.

ასევე, გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის მარტში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ნიორი - გაიაფდა 42,7%-ით
2. კარტოფილი - (-33,1)%-ით;
3. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი - (-28,7)%-ით;
4. ლიმონი - (-24,0)%-ით;
5. ბავშვის საზაფხულო კაბა - (-23,5)%-ით;
6. ქლიავი - (-22,8)%-ით;
7. ხახვი - (-22,8)%-ით;
8. ჭარხალი - (-22,3)%-ით;
9. თვითმფრინავით მგზავრობა - (-22,2)%-ით;
10. ატამი - (-18,6)%-ით.