მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

638b4d1bd8c86
ირაკლი მაკალათია
03.12.22 19:00
1545
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის ნოემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ფასი გაიზარდა 100.1%-ით;
2. სანოტარო გადასახდელი - 95.6%-ით;
3. სიმინდის ფქვილი - 82.8%-ით;
4. ასლის გადაღება -62.7%-ით;
5. სარეცხი საპონი -42.9%-ით;
6. ნამცხვარი – 39.5%-ით;
7. კარტოფილი -39.2%-ით;
8. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 38.9%-ით;
9. ვაფლი კრემით - 38.0%-ით;
10. ხახვი - 37.9%-ით;

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის ნოემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ქალის ქვედაკაბა - ფასი შემცირდა 26.4%-ით
2. ქლიავი - (-26.4)%-ით;
3. კომპიუტერი - (-22.3)%-ით;
4. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - (-20.5)%-ით;
5. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - (-19.0)%-ით;
6. ყურძენი - (-18.6)%-ით;
7. ტელევიზორი - (-17.0)%-ით;
8. თერმომეტრი - (-16.6)%-ით;
9. ახალი მსუბუქი ავტომობილი - (-14.2)%-ით;
10. მამაკაცის შარვალი - (-13.8)%-ით.