მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 პროდუქტი, რომელიც წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა

615c5586e552f
ირაკლი მაკალათია
05.10.21 18:55
1064
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12,3% შეადგინა.
გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც 2021 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით)ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები.

1. ბადრიჯანი - ფასი გაიზარდა 152,1%-ით;
2. კიტრი - 81,8%-ით;
3. მზესუმზირის ზეთი - 76,6%-ით;
4. მწვანილი - 72,2%-ით;
5. თერმომეტრი - 68,4%-ით;
6. ჭარხალი - 65,0%-ით;
7. სტაფილო - 61,0%-ით;
8. კომბოსტო - 57,6%-ით;
9. ლურსმანი - 46,4%-ით;
10. ბენზინი - 44,0%-ით.

ასევე, გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. მანდარინი - ფასი შემცირდა 28,8%-ით
2. ფორთოხალი - (-16,7)%-ით;
3. ქალის ქვედაკაბა - (-16,7)%-ით;
4. მამაკაცის შარვალი - (-14,5)%-ით;
5. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (-11,1)%-ით;
6. გოგოს ჩექმა - (-10,4)%-ით;
7. ბიჭის ნახევარჩექმა - (-9,9)%-ით;
8. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი - (-8,8)%-ით;
9. მამაკაცის ფეხსაცმელი - (-8,3)%-ით;
10. მამაკაცის პერანგი - (-8,1)%-ით.