მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, რომელიც ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგია

60f820f37fa0e
ნათია თაქთაქიშვილი
22.07.21 00:30
1282
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგი არიან. პლატფორმამ ოლიმპიური თამაშების გამართვის მოწინააღმდეგე ქვეყნების ჩამონათვალი Ipsos-ის კვლევებზე დაყრდნობით შეადგინა.

Ipsos-მა კვლევა 28 ქვეყანაში ჩაატარა, გამოკითხული მოქალაქეების 57% აცხადებს, რომ ისინი წელს ოლიმპიური თამაშების გამართვას არ ემხრობიან, უმეტესობა მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

Ipsos-ის კვლევების მიხედვით, ჩამონათვალის სათავეში სამხრეთ კორეაა, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 86% აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგია. სამხრეთ კორეის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების გამართვას ყველაზე ნაკლები მხარდამჭერი იაპონიაში ჰყავს, სადაც გამოკითხული მოსახლეობის 78% აცხადეს, რომ ოლიმპიური თამაშები არ უნდა ჩატარდეს, ხოლო მესამე ადგილზე ბრაზილიაა - 68%-ით.

TOP-10 ქვეყანა, რომელიც ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგია:

1. სამხრეთ კორეა - გამოკითხული მოსახლეობის 86%
2. იაპონია - გამოკითხული მოსახლეობის 78%
3. ბრაზილია - გამოკითხული მოსახლეობის 68%
4. დიდი ბრიტანეთი - გამოკითხული მოსახლეობის 66%
5. გერმანია - გამოკითხული მოსახლეობის 63%
6. ჩინეთი - გამოკითხული მოსახლეობის 59%
7. საფრანგეთი - გამოკითხული მოსახლეობის 58%
8. ესპანეთი - გამოკითხული მოსახლეობის 53%
9. აშშ - გამოკითხული მოსახლეობის 48%
10. ინდოეთი - გამოკითხული მოსახლეობის 46%.