მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ქვეყანა, სადაც ქართული თხილის ექსპორტი ხორციელდება

5dfc9704ef2bf
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.19 10:40
4903
2019 წლის 11 თვეში საქართველოდან 54.755 მლნ დოლარის ღირებულების 10 879 ტონა თხილი ექსპორტზე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა.

ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან BM.GE-ის მიერ გამოთხოვილ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილის TOP 10 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ სამ ადგილს გერმანია; იტალია და ჩინეთი ინაწილებენ, აქედან ბოლო ორ ქვეყანაში ექსპორტირებულია, როგორც ნაჭუჭგაუცლელი, ასევე ნაჭუჭგაცლილი თხილი.

საექსპორტო ქვეყნების ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. გერმანიაში ექსპორტირებული ხმელი ნაჭუჭგაცლილი თხილის მოცულობამ 1 780 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულება 9.9 მლნ დოლარზე მეტია;

2. იტალიაში 1 627 ტონა, 9.7 მლნ ლარი; იტალია ლიდერობს ასევე ნაჭუჭგაუცლელი თხილის ექსპორტის კუთხითაც - 826 ტონა, 2.0 მლნ დოლარზე მეტი;

3. ჩინეთი: 931 ტონაზე მეტი ნაჭუჭგაუცლელი თხილი, რომლის ღირებულება 2.7 მლნ დოლარზე მეტია; ხოლო ექსპორტირებული ნაჭუჭგაცლილი თხილის მოცულობამ 90 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულება 525 400 დოლარია;

4. რუსეთი: 637 ტონა, ღირებულება - 3.8 მლნ დოლარზე მეტი;

5. ჩეხეთი: 616 ტონა, ღირებულება - 3.4 მლნ დოლარზე მეტი;

6. ლიეტუვა: 476 ტონა , ღირებულება - 2.9 მლნ დოლარზე მეტი;

7. საფრანგეთი: 422 ტონა, ღირებულება - 2.6 მლნ დოლარზე მეტი;

8. ესპანეთი: 401 ტონა, ღირებულება - 2.9 მლნ დოლარი;

9. პოლონეთი: 358 ტონაზე მეტი, ღირებულება - 2.0 მლნ დოლარზე მეტი;

10. ბელარუსი: ნაჭუჭგაცლილი თხილი - 330 ტონა, ღირებულება - 1.4 მლნ დოლარზე მეტი. ნაჭუჭგაუცლელი თხილი - 31.5 ტონა, ღირებულება - 149 500 დოლარი.

ტოპ ქვეყნების გარდა მიმდინარე წლის 11 თვეში ქართული თხილი, როგორც ნაჭუჭგაცლილი ასევე ნაჭუჭგაუცლელი შემდეგ ქვეყნებში ექსპოტირდა: ტუნისი, ბელარუსი, ლატვია, კანადა, ერაყი, მექსიკა, შვეიცარია, ბრაზილია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ალჟირი, სერბეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, ავსტრია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, ისრაელი, იორდანია და სხვა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 10 879.4 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 2 391.1 ტონა ახალი ან ნაჭუჭგაუცლელი თხილია, ხოლო 8 488.4 ტონა ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილი თხილი.

ექსპორტირებული ნაჭუჭგაუცლელი თხილის ღირებულებამ ჯამში 6.2 მლნ დოლარი შეადგინა, ხმელი ნაჭუჭგაცლილი თხილის ღირებულება 48.5 მლნ დოლარს აღემატებოდა.