მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ

5ddeb540862da
BM.GE
28.11.19 00:15
2288
მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ინფორმაციით, 2017 წელს მოხმარება 2,5 პროცენტით გაიზარდა და საათში 25,721 ტერავატი შეადგინა.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით ისლანდია ლიდერობს, სადაც საათში ერთი ადამიანი საშუალოდ 54,4 მეგავატს მოიხმარს მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო. მას მოჰყვება ნორვეგია საათში 23,7 მეგავატით. ხუთეულს კი ბაჰრეინი (18,7 მეგავატი საათში), ყატარი (16,2 მეგავატი საათში) და კუვეიტი (15,7 მეგავატი საათში) ასრულებენ, სადაც ჰაერის კონდიცირების მოხმარების სიხშირე მაღალია ცხელი ამინდის გამო.

რაც შეეხება ათეულში შემავალ დანარჩენ ქვეყნებს, მათი რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

ფინეთი - 15,5 მეგავატი საათში
კანადა - 14,3 მეგავატი საათში
ლუქსემბურგი - 13,8 მეგავატი საათში
შვედეთი - 13,6 მეგავატი საათში
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 13,1 მეგავატი საათში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მთლიანად ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ ჩინეთი ლიდერობს, რომელზეც მსოფლიო მოხმარების 25,9% მოდის, მას მოჰყვება აშშ-ი 17,5%-ით.