მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ შოკოლადს მიირთმევენ

602bd6eee7eed
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.21 00:40
2332
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ შოკოლადს მოიხმარენ.

ანალიტიკური პლატფორმის მიხედვით, ათეულის სათავეში შვეიცარიაა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 8.8 კგ შოკოლადი მოდის წელიწადში, მას მეზობელი ავსტრია და გერმანია მოჰყვება. ავსტრიაში ერთ სულ მოსახლეზე 8.1 კგ შოკოლადი მოდის, ხოლო გერმანიაში - 7.9 კგ.

როგორც Statista აღნიშნავს, შოკოლადის მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შვეიცარიული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია Lindt-ი ავრცელებს.

Top-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ შოკოლადს მიირთმევენ:
1. შვეიცარია - 8.8 კგ
2. ავსტრია - 8.1 კგ
3. გერმანია - 7.9 კგ
4. დიდი ბრიტანეთი - 7.6 კგ
5. შვედეთი - 6.6 კგ
6. ბელგია - 5.6 კგ
7. რუსეთი - 4.4 კგ
8. აშშ - 4.4 კგ
9. საფრანგეთი - 4.3 კგ
10. ბრაზილია - 1.2 კგ