05.მაისი .2021 09:00

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენი შენდება

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენი შენდება
views 370
უკან

ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენი შენდება. როგორც ანალიტიკური პლატფორმა წერს, გასულ წერს 160 ორასმეტრიანი ან უფრო მაღალი შენობა აშენდა, რაც 20%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.

Statista აღნიშნავს, რომ ცათამბჯენების მშენებლობაში შემცირება კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება, რის გამოც პროექტების ნაწილი დროებით შეჩერდა.

ანალიტიკური პლატფორმის ბოლო მონაცემების მიხედვით, ცათამბჯენების სიმრავლით ჩინეთი ლიდერებს, სადაც გასულ წელს 56 ცათამბჯენი აშენდა. მეორე პოზიციაზეა საამიროები, სადაც 2020-ში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 12 ორას მეტრზე მაღალი შენობა აშენდა. მესამე ადგილზე კი აშშ-ია 10 ახალაშენებული ცათამბჯენით.

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ცათამბჯენი შენდება

1. ჩინეთი - 56 ცათამბჯენი გასულ წელს
2. საამიროები - 12 ცათამბჯენი გასულ წელს
3. აშშ - 10 ცათამბჯენი გასულ წელს
4. დიდი ბრიტანეთი - 5 ცათამბჯენი გასულ წელს
5. კორეა - 4 ცათამბჯენი გასულ წელს
6. ინდოეთი - 3 ცათამბჯენი გასულ წელს
7. იაპონია - 3 ცათამბჯენი გასულ წელს
8. რუსეთი - 2 ცათამბჯენი გასულ წელს
9. მექსიკა - 2 ცათამბჯენი გასულ წელს
10. ტაილანდი - 2 ცათამბჯენი გასულ წელს.