მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც მაისში საქართველოს ესტუმრნენ

629dc3da2479c
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.22 00:00
13857
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2022 წლის მაისის ტურიზმის დეტალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ თვეში ქვეყანაში 319,796 ვიზიტი განხორციელდა. წინა წელთან შედარებით, ეს ნაკადი 205%-ით არის გაზრდილი. შედეგად, ტურიზმი პანდემიამდელი დონის 52%-ზე აღდგა.

სტატისტიკის თანახმად, 60,184 ვიზიტორი თურქეთიდან, 51,561 კი რუსეთიდან შემოვიდა. ტურისტული ნაკადის ტოპ ათეული და წლიური ზრდა ასე ნაწილდება.

მაისში საქართველოში ვიზიტორები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდნენ:

1) თურქეთი 60 184 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 175%
2) რუსეთი 51 561 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 377%
3) სომხეთი 42 606 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 332%
4) საქართველო (არარეზიდენტი) 24 682 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 159%
5) ისრაელი 18 986 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 69%
6) უკრაინა 15 005 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 30%
7) აზერბაიჯანი 12 634 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 121%
8) ყაზახეთი 10 965 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 135%
9) ბელარუსი 9 780 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 316%
10) საუდის არაბეთი 8 559 ვიზიტორი, მატება წინა წელთან 1802%.

მაისში ვიზიტორთა შორის სახმელეთო საზღვრით 188,532 ადამიანი, საჰაერო გზით კი 128,343 ადამიანი შემოვიდა.