მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში საქართველოს ესტუმრნენ, ზრდა 314%-ია

6188cbd58a9b3
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.21 11:42
1095
2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 205,680 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 314%-ით მეტია.

საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი მატების მიუხედავად, ის 2019 წელთან შედარებით მაინც 69%-ით ნაკლებია, რადგანაც 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანას 665,055 ადამიანი სტუმრობდა. შესაბამისად, ოქტომბერში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 31%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ოქტომბრის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 110,505 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე თურქეთია, შემდეგ პოზიციებს რუსეთი და სომხეთი იკავებენ.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი - 35 829 მატება წინა წელთან 89,0%
2 რუსეთი - 29 159 მატება წინა წელთან 570,9%
3 სომხეთი - 19 301 მატება წინა წელთან 104,7%
4 საქართველო (არარეზიდენტი) - 16 437 მატება წინა წელთან 231,1%
5 უკრაინა - 14 567 მატება წინა წელთან 1230,3%
6 ისრაელი - 13 944 მატება წინა წელთან 9134,4%
7 ყაზახეთი - 8 843 მატება წინა წელთან 1250,1%
8 საუდის არაბეთი - 8 748 მატება წინა წელთან 437300,0%
9 აზერბაიჯანი - 8 358 მატება წინა წელთან 113,0%
10 პოლონეთი - 5 398 მატება წინა წელთან 9370,2%

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან $161.9 მილიონი მიიღო, ხოლო 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის ჯამურმა შემოსავალმა $865.8 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანად 2020 წლის შედეგზე 60%-ით მეტია. 2021 წლის ოქტომბრის ტურისტული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი.