მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 საქონელი: 8 თვეში მხოლოდ ხორბლის და ფრინველის ხორცის იმპორტი გაიზარდა

5f6884f4d2e4d
BM.GE
21.09.20 14:48
1325
2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს $7 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, იმპორტზე $4.9 მილიარდი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 თვეში ქვეყნიდან იმპორტისთვის 17.5%-ით ნაკლები დოლარი გავიდა, ვიდრე - შარშან. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, დიდი ალბათობით, კორონავირუსის პანდემიაა.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, საქსტატის ანგარიში აჩვენებს, რომ 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან, 8-ის იმპორტი შემცირებულია. კერძოდ, ყველაზე მეტად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი (კლება - 32.4%), რამაც მისი რეექსპორტის შემცირებაც გამოიწვია.

TOP-10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი 2020 წლის იანვარ-აგვისტოში

1. მსუბუქი ავტომობილები - $482 მლნ, კლება წინა წელთან - 32.4%;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $325 მლნ, კლება წინა წელთან - 31.4%;
3. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $312 მლნ, კლება წინა წელთან - 16.9%;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $205 მლნ, კლება წინა წელთან -12.6%;
5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $179 მლნ, კლება წინა წელთან - 11.5%;
6. სატელეფონო აპარატები - $102 მლნ, კლება წინა წელთან -12.3%;
7. ხორბალი და მესლინი - $69 მლნ, ზრდა წინა წელთან 13.5%;
8. სატვირთო ავტომობილები - $44 მლნ, კლება წინა წელთან - 1%;
9. სიგარები და სიგარილები და სიგარეტები - $44 მლნ, კლება წინა წელთან - 26%;
10. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - $42 მლნ, ზრდა წინა წელთან 3.9%;

ათეულს მიღმა დარჩენილი საიმპორტო საქონლის იმპორტი 14.4%-ით შემცირდა $3.1 მილიარდამდე.