მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ვებგვერდი, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს

60d6ec399ea56
ნათია თაქთაქიშვილი
27.06.21 00:00
4423
ანალიტიკური პლატფორმა სტატისტა იმ ვებგვერდებს ასახლებს, რომელიც მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად მონახულებადი ძიების საიტი Google-ია. ვებგვერდს მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით 90.89 მილიარდი ადამიანი ეწვია.

ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტების ჩამონათვალში, მეორე ადგილი ვიდეოპლატფორმა Youtube-ს უკავია, პლატფორმის ვიზიტორების რაოდენობამ 34.64 მილიარდი შეადგინა.

სოციალურ პლატფორმა Facebook-ი ჩამონათვალში მესამე ადგილზეა, ვებგვერდს მხოლოდ მაისში - 22.38 მილიარდი ვიზიტორი ჰყავდა.

TOP-10 ვებგვერდი, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს:

1. Google.com – 90.89 მილიარდი ვიზიტორი
2. Youtube.com – 34.64 მილიარდი ვიზიტორი
3. Facebook.com - 22.38 მილიარდი ვიზიტორი
4. Twitter.com - 6.7 მილიარდი ვიზიტორი
5. Instagam.com – 6.21 მილიარდი ვიზიტორი
6. Wikipedia.org – 5.87 მილიარდი ვიზიტორი
7. Baidu.com – 5.75 მილიარდი ვიზიტორი
8. Yandex.ru – 3.69 მილიარდი ვიზიტორი
9. Yahoo.com – 3.63 მილიარდი ვიზიტორი
10. Xvideos.com – 3.33 მილიარდი ვიზიტორი