მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ექსპატებისთვის

60d1da243bdf4
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.21 00:45
740
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ TOP-10 ქალაქის ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ექსპატებისთვის ცხოვრება ყველაზე ძვირია.

პლატფორმამ ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ჩამონათვალი, ნიუ-იორკის ცხოვრების დონის და ფასების თანაფარდობის საფუძველზე შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის ჩამონათვალის სათავეში თურქმენეთის ქალაქი აშხაბადია, სადაც ნიუ-იორკთან შედარებით სახლის დაქირავება, ასევე ტრანსპორტი და საკვები უფრო ძვირია.

Statista წერს, რომ აშხაბადის შემდეგ ექსპატებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ჰონგ-კონგი და ბეირუთია, რომლებსაც TOP-10-ში შესაბამისად მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.

TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. აშხაბადი
2. ჰონგ-კონგი
3. ბეირუთი
4. ტოკიო
5. ციურიხი
6. შანხაი
7. სინგაპური
8. ჟენევა
9. პეკინი
10. ბერნი