მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა

6070591ecaf60
ნათია თაქთაქიშვილი
10.04.21 00:15
1710
Statista, TOP- 10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმის ჩამონათვალს აქვეყნებს.

როგორც Statista წერს, მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ი სოციალური მედია პლატფორმის ლიდერად ითვლება დღიური 2.6 მილიარდი მომხმარებლით, ახალი კვლევების მიხედვით, ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პლატფორმა YouTube-ია. Statista აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით აქვეყნებს.

Statista-ს განცხადებით, YouTube-ის შემდეგ ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმა Facebook-ია, ხოლო მესამე ადგილზე - Instagram-ია. ანალიტიკური კომპანია აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოთხოვნა ყველაზე მეტად YouTube-ზე და Reddit-ზე გაიზარდა.

TOP-10 ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა:

1. Youtube
2. Facebook
3. Instagram
4. Pinterest
5. Linkedin
6. Snapchat
7. Twitter
8. WhatsApp
9. TikTok
10. Reddit