მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-20 ინვესტორი, რომლებმაც 2020 წლის II კვარტალში საქართველოში ფული ჩადეს

61386c8a3a5e1
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.21 12:11
1366
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 234.2 მლნ დოლარი შემოვიდა. აღნიშნული რიცხვი გასული წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6%-ით ნაკლებია.

BMG-მ საქსტატიდან TOP-20 კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც 2021 წლის II კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. მათ შორის, ყველაზე მეტი კომპანია ენერგეტიკისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში საქმიანობს. საქსტატის განმარტებით, აღნიშნული კომპანიების სია რიგითობის გარეშეა წარმოდგენილი.

კომპანიები, სადაც 2021 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო:

• სს თელასი
• შპს აგროსისტემები
• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს თბილისი ენერჯი
• სს ენერგო - პრო ჯორჯია
• შპს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში
• შპს ტავ ურბან საქართველო
• შპს ჯეოსთილი
• სს ლომისი
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს აჭარ ენერჯი-2007
• სს დარიალი ენერჯი
• სს მეტრო ავრასია ჯორჯია
• შპს რუსთავის ფოლადი
• შპს მტკვარი ჰოლდინგი
• შპს მარსი
• სს ბიჯეო ჯგუფი
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია
• შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი.