მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-7 სოციალური ქსელი, რომელთა მომხმარებელთა რაოდენობა თვეში 1 მილიარდს აჭარბებს

6169701ba3395
ნათია თაქთაქიშვილი
16.10.21 00:30
1792
ანალიტიკურმა პლატფორმა Statista-მ იმ სოციალური ქსელების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა აქტიური მომხმარებელი თვეში 1 მილიარდს აჭარბებს.

ანალიტიკური პლატფორმის თანახმად, TikTok-მა გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ მისი ქსელის აქტიური მომხმარებლის რაოდენობა თვეში 1 მილიარდს აჭარბებს; სოციალურ ქსელს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა, დაახლოებით, ხუთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ თვეში მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყოლოდა.

Statista-ს ცნობით, თვეში ყველაზე მეტი აქტიური მომხმარებელი Facebook-ს ჰყავს. სოციალური ქსელის ინფორმაციით, მისი მომხმარებლის რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 8.7 მილიარდსაც კი უტოლდება; მას 8.5 მილიარდი მომხმარებლით WhatsApp-ი მოჰყვება, ხოლო მესამე ადგილზე Yoytube-ია - 8.1 მილიარდით.

TOP-7 სოციალური პლატფორმა, რომლის მომხმარებელი თვეში 1 მილიარდს აჭარბებს:

1. Facebook – 8.7 მილიარდი მომხმარებელი
2. WhatsApp – 8.5 მილიარდი მომხმარებელი
3. YouTube – 8.1 მილიარდი მომხმარებელი
4. Instagram – 7.7 მილიარდი მომხმარებელი
5. WeChat – 7.1 მილიარდი მომხმარებელი
6. TikTok – 5.1 მილიარდი მომხმარებელი
7. Facebook Messenger – 4.9 მილიარდი მომხმარებელი.