მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-8 ქვეყანა, სადაც ინვესტორებმა ბიტკოინიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს

60c21be039368
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.21 01:00
1288
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ინვესტორებმა ყველაზე მეტი შემოსავლის მიღება მოახერხეს ბიტკოინიდან. როგორც პლატფორმა წერს, ამ მხრივ აშშ ლიდერობს, სადაც გასულ წელს, ინვესტორებმა 4.1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

ჩამონათვალში მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, თუმცა Statista-ს განცხადებით, ჩინეთში ინვესტორებმა 3-ჯერ ნაკლები შემოსავალის გამომუშავება შეძლეს აშშ-სთან შედარებით და ბიტკოინებიდან მათ მიერ გამომუშავებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკური პლატფორმა ასევე წერს, რომ სხვა ქვეყნების ინვესტორებმაც არანაკლებ ისარგებლეს ბიტკოინით, რადგან კრიპტოვალუტის ფასმა გასული წლის ბოლოს 29,000 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს აპრილში მიაღწია და მისმა ფასი 65,000 აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი დაეცა და მაისის მონაცემებით საშუალოდ 37,000 აშშ დოლარს შეადგენს.

TOP-8 ქვეყანა, სადაც ინვესტორებმა ბიტკოინიდან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს:

1. აშშ - 4.1 მილიარდი აშშ დოლარი
2. ჩინეთი - 1.1 მილიარდი აშშ დოლარი
3. იაპონია - 0.9 მილიარდი აშშ დოლარი
4. დიდი ბრიტანეთი - 0.8 მილიარდი აშშ დოლარი
5. რუსეთი - 0.6 მილიარდი აშშ დოლარი
6. საფრანგეთი - 0.6 მილიარდი აშშ დოლარი
7. ესპანეთი - 0.6 მილიარდი აშშ დოლარი
8. სამხრეთ კორეა - 0.5 მილიარდი აშშ დოლარი.