მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-8 ქვეყანა, სადაც ტურიზმის სექტორი პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა

6081ae7596acc
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.21 00:15
777
ანალიტიკური პლატფორმა Statista World Travel & Tourism Council-ზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ტურიზმის სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

პლატფორმა წერს, რომ გასულ წელს გლობალური ტურიზმის ზარალმა 4.5 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 2019 წელთან შედარებით, მშპ-ში 49.1%-ით არის შემცირებული. ამასთან, გასულ წელს, სექტორში ჯამურად 62 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

Statista World Travel & Tourism Council-ის მონაცემებით, პანდემიამ ყველაზე მეტად აშშ-ის ტურიზმი დააზარალა, სადაც კლებამ 766 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ტურიზმის წილი მშპ-ში 5.3 პროცენტამდე შემცირდა ნაცვლად 2019 წლის 8.6 პროცენტისა. ყველაზე დაზარალებული ქვეყნების ჩამონათვალის მეორე ადგილზე ჩინეთია, ხოლო მესამეზე გერმანია.

TOP-8 ქვეყანა, რომლის ტურიზმიც პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, შემდეგია:

1. აშშ
2. ჩინეთი
3. გერმანია
4. იაპონია
5. დიდი ბრიტანეთი
6. იტალია
7. საფრანგეთი
8. ინდოეთი