მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-8 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში

6193b1fb7bef9
ნათია თაქთაქიშვილი
17.11.21 00:15
930
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ 2021 წლის გლობალური ინოვაციურობის ინდექსის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია ინოვაციურობის დონე მსოფლიოს 130 ეკონომიკაში.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ათეულში შვეიცარიაა. სახელმწიფოს 100 ქულიდან ინოვაციურობით 65.5 ქულა აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა უკვე ზედიზედ მე-11 წელია, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოდ სახელდება.

მეორე ადგილზე შვედეთია 63.1 ქულით, ხოლო მესამეზე აშშ, რომელმაც 61.3 ქულა დაიმსახურა. ჩამონათვალში ყველაზე მეტად სამხრეთ კორეა დაწინაურდა. 2020 წლის მონაცემებით, სახელმწიფო მე-10 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა იყო, 2021 წლის ინდექსის მიხედვით კი მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

TOP-8 ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში:

1. შვეიცარია - 65.5 ქულა
2. შვედეთი - 63.1 ქულა
3. აშშ - 61.3 ქულა
4. დიდი ბრიტანეთი - 59.8 ქულა
5. სამხრეთ კორეა - 59.3 ქულა
6. ნიდერლანდები - 58.6 ქულა
7. ფინეთი - 58.4 ქულა
8. სინგაპური - 57.8 ქულა.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ ინდექსის შედგენისას სხვადასხვა კრიტერიუმები გამოიყენა, მათ შორის ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტების, ტექნოლოგიებისა და შემოქმედებითი, პროდუქტიულობის, ასევე ბაზრისა და ბიზნესის დახვეწილობის მაჩვენებლები.