მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაზედ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება

61b304c783b94
თელარა გელანტია
10.12.21 11:52
832
ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას facebook-ში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

1. კორონავირუსის პანდემია არაა უბრალოდ ჯანდაცვის კრიზისი. ის მრავალფაქტორიანი საზოგადოებრივი კრიზისია. იგი მთავრობამ უნდა მართოს, ოღონდ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

2. არც გიორგი გახარიას და, მით უმეტეს, არც ირაკლი ღარიბაშვილს ეს კრიზისი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით არ უმართავთ. კოვიდით გარდაცვლილი 12,466 ადამიანიდან ნახევარზე მეტი - 6,275 ადამიანი ბოლო 4 თვეში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად მოშალა ეპიდემიის ისედაც სუსტი და პრობლემური მართვა.

3. სამედიცინო ელიტას თუ ჰგონია, რომ ეკატერინე ტიკარაძის წასვლით 520-ე დადგენილებას შემოატრიალებს, ძალიან ცდება. 520-ე დადგენილება ფორმალურად გახარია-ტიკარაძის დროს შეიქმნა, მაგრამ მისი მიღების ბედისწერა 2013 წელს დაიწერა, როდესაც დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მანკიერი წესი შემოიღო. მალე გამოილევა კოვიდეპიდემიის გამო მიღებული დონორული დაფინანსება და ღარიბაშვილ-ახალ მინისტრის მოუწევთ 520-ე დადგენილების კარდიოქირურგიის მიღმა სხვა სამედიცინო სფეროებზე გავრცელება. ტარიფიკაცია და სელექციური კონტრაქტირება სამედიცინო ბაზარზე დიდი გადანაწილების, ფინანსური რყევების და მომსახურების ხარისხის დაქვეითების წყარო გახდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა და როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.