მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვცდილობთ, მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ” - BOLT ტაქსის გაძვირების მიზეზებს განმარტავს

6139134f7b513
ანუკა ჯოხაძე
08.09.21 00:20
496
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი 14 აგვისტოს გაჩერდა, ტაქსიზე მოთხოვნა იმ დღესვე გაიზარდა. როგორც მომხმარებლები ამბობენ, გაზრდილია ფასებიც, რომლის გადახდაც იმ დროს, როცა ქალაქში გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსია, რთულია.

შესაბამისი კითხვებით BM.GE ტაქსის კომპანია BOLT-ს დაუკავშირდა. როგორც კომპანიის გამოგზავნილი პასუხიდან ირკვევა, ფასის ზრდის ფაქტორი მაღალი მოთხოვნაა.

BOLT-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, გავხადოთ ჩვენი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. როდესაც Bolt-ის მომსახურებაზე მოთხოვნა აღემატება თავისუფალი ავტომობილების რიცხვს, დინამიკური საფასო პოლიტიკა მუშაობის მოტივაციას აძლევს უფრო მეტ პარტნიორ მძღოლს მაღალი მოთხოვნის არეალში.

ჩვენ ყოველთვის ვატყობინებთ მგზავრებს მიახლოებითი ღირებულების შესახებ მანამ, სანამ დაადასტურებენ შეკვეთის გაფორმებას, ამრიგად მათ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, მისაღებია თუ არა მგზავრობის ღირებულება მათთვის. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ სანდო სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება და ასევე, წავახალისოთ ჩვენი პარტნიორი მძღოლები გამოჩენილი ძალისხმევისთვის ასეთ რთულ და უპრეცედენტო პერიოდში.”-ნათქვამია განცხადებაში.