მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რისკავს და ქმნის კომპანიას" - ხიდურელი

62794b5d7037f
მარიამ ადამია
09.05.22 21:10
1918
"საქართველოში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სამსახურში სტაბილურად დასაქმების ნაცვლად, არჩევს, გარისკოს და თავისი საქმე დაიწყოს. ასე განვითარდა ყველა წარმატებული ქვეყანა", - ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა BMG-სთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანა ამ კუთხით სწორ გზაზეა, რაც ახალი თაობის დამსახურებაა, რომლებიც მომავლის ამინდს დღეს ქმნიან“.

აღსანიშნია, რომ მიხეილ ხიდურელი Forbes Under 30-ის პროექტში ანტრეპრენერებისა და მეწარმეების კატეგორის ჟიურის ერთ-ერთი წევრია.

„ეტაპობრივად, ტრადიციული სექტორებიდან ინოვაციურ სექტორებზე გადავდივართ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, “Forbes საქართველოს” 30 წლამდელთა სიაში მოხვედრილი ლიდერები, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს და რაც უფრო მეტი წარმატებული ანტრეპრენერი გვეყოლება, მით უფრო მეტი წარმატებული კომპანია და საბოლოოდ, ქვეყანა გვექნება. მათ მიერ შექმნილ პროდუქტებს კი აქვთ პოტენციალი, რომ სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს საზღვრებს გასცდნენ“, - აღნიშნა ხიდურელმა.

ცნობისთვის: წელს, ამერიკული Forbes-ის გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს, საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა და უკვე 2021 წლის გამარჯვებულებს, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ისინი 11 მაისს გამოვლინდებიან.