მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთს ახალი უმდიდრესი ადამიანი ჰყავს

5f74cae750eb8
BM.GE
01.10.20 00:20
2303
Forbes-ის მონაცემთა მიხედვით, Novolipetsk Steel-ის თანამფლობელი, ვლადიმირ ლისინი, რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა, მისი ქონების ღირებულება ამჟამად $22,6 მილიარდია.

Nornickel-ის მთავარი მფლობელი, ვლადიმირ პოტანინი, რუსეთის აწ უკვე ყოფილი უმდიდრესი ადამიანი კი $22,3 მილიარდით მეორე ადგილს იკავებს. ხოლო დაღესტანის სენატორ სულეიმან კერიმოვის ოჯახი - ყოფილი პირველი ადგილის მფლობელი, შემცირებული ქონებით მესამე ადგილზე გადავიდა.

პირველი ადგილის მფლობელი ლისინის ქონების ძირითადი წყარო ნოვოლიპეცკის მეტალურგიის კომბინატია, რომლის აქციათა ფასი სტაბილურად იზრდება. გასულ წელს, მათი საცალო ფასი 143,58 რუბლი იყო, ერთი თვის წინ - 154 რუბლი, ხოლო 28 სექტემბერს - 171,6 რუბლი. თუმცაღა, ლისინის აღზევებას მის კონკურენტთა დაღმასვლამაც შეუწყო ხელი.

Nornickel-ის აქციებზე კი მოპოვებითი სამუშაოების მზარდმა გადასახადმა იმოქმედა, – ამბობს რისკების შემფასებელი ჯგუფი ACRA-ს ხელმძღვანელი მაქსიმ ხუდალოვი. ახლად შემოღებული გადასახადები Novolipetsk Steel-საც შეეხება, თუმცა არც ისე ძლიერ როგორც სხვა მეტალურგიულ მომპოვებლებს (შეგახსენებთ, ლისინის კომპანია რკინის მადნის მოპოვებითაა დაკავებული). როლს ითამაშებს ქვანახშირის ფასის გამყარებაც - Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, შემდეგი ოცი თვის განმავლობაში, ქვანახშირი სხვა ნედლეულებთან შედარებით ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება - რაც, თავისთავად, ფოლადის ფასსაც გაზრდის.

"აგრეთვე, რუბლის ვარდნა პოტენციური ექსპორტიორებისთვის მიმზიდველი იქნება. ასე რომ, მომავალი Novolipetsk Steel-ისათვის, საკმაოდ მომგებიანი უნდა იყოს,“ - ასკვნის ხუდალოვი.