მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ–10 მილიარდერი ჯანდაცვის სექტორიდან

5e90bad25f03f
თამთა ჯიჯავაძე
11.04.20 00:10
2584
როდესაც პირველად Forbes–მა მსოფლიო მილიარდერების რეიტინგი 1987 წელს გააკეთა, ფარმაციის სფეროში ყველაზე სოლიდური ქონების მფლობელები ევროპელები იყვნენ, მაგალითად შვეიცარიელი ჰოფმანების ოჯახი და რამდენიმე ასევე იაპონელი მაგნატი. დღეს კი სურათი საკმაოდ განსხვავებულია. ჯანდაცვის სფეროში ათ უმდიდრეს ადამიანს შორის ნახევარი ჩინელია, სამი ევროპელი და არცერთი იაპონელი.

საკონსულტაციო კომპანია McKinsey–ის მიხედვით, ჩინეთში წელს, ჯანდაცვის სექტორზე დანახარჯები როგორც ნავარაუდევია $1 ტრილიონს მიაღწევს, რაც მაგალითად 2011 წელს $375 მილიარდს შეადგენდა. ბაზრის სწრაფმა ზრდამ განაპირობა ის, რომ ცალკეული ქვეყნების ჯანდაცვის სექტორის მეწარმეები მილიარდერებად აქცია.

წელს ამ სექტორში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჟონ ჰუიუანია, რომელმაც Hansoh Pharmaceutical Group–ი 1995 წელს დააარსა. ამასთან ის დაქორწინებულია მილიარდერ სან ფიაიანზე, რომელსაც ასევე ფარმაცევტულ კომპანია Jiangsu Hengrui Medicine-ი აქვს.

ახლა კი კორონავირუსის პანდემიის გამო წამლის წარმოება და ვაქცინის შექმნა საგანგებო და ყელაზე მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. მსოფლიოს ფარმაცევტული კომპანიები და ჯანდაცვის სფეროს უმდიდრესი წარმომადგენლები ახლა ამ კუთხით მუშაობენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორის უმდიდრესი ადამიანების პირველ ათეულს, შემდეგნაირად გამოიყურება:

1–ჟონ ჰუიუანი

ქონება: $14.6 მილიარდი

ქვეყანა: ჩინეთი

ჟონი ყოფილი ქიმიის მასწავლებელია. ის ახლა მის ქალიშვილთან სან იუანთან ერთად ჩინურ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანია Hansoh Pharmaceutical-ს ფლობს და ხელმძღვანელობს. ის ჩინეთში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქალია. Hansoh Pharmaceutical-ის აქციების ფასი 2019 წლის ივლისის შემდეგ 40%-ით გაიზარდა.

2 – სან ფიაიანი

ქონება: $11.8 მილიარდი

ქვეყანა: ჩინეთი

სანი თავდაპირველად ფარმაცევტულ კომპანია Jiangsu Hengrui Medicine–ში ტექნიკოსი იყო, შემდეგ კი ის კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელიც გახდა, ახლა ის კომპანიის აქციების უმრავლესობას ფლობს.

3 – ლი საიტინი

ქონება: $11,6 მილიარდი

ქვეყანა: ჩინეთი

ლი Mindray Medical International-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლინიკებისთვის სამედიცინო ინვენტარს აწარმოებს. ამ კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში რეკორდულად გაიზარდა.

4– სიუ ჰანი

ქონება: $11,2 მილიარდი

ქვეყანა: ჩინეთი

სიუ Mindray Medical-ს თანადამფუძნებელი და თავმჯდომარეა. მან ბოლო ერთი წლის მანძილზე ქონება თითქმის გააორმაგა. კორონავირუსის გამო კი მისი კომპანიის აქციების ფასი 30%–ით გაიზარდა.

5– თომას შტრუნგმანი

ქონება: $9.6 მილიარდი

ქვეყანა: გერმანია

6– ანდრეას შტრუნგმანი

ქონება: $9.6 მილიარდი

ქვეყანა: გერმანია

ანდრეას და თომას შტრუნგმანები ტყუპი ძმები არიან. მათ 1986 წელს დააარსეს ფარმაცევტული კომპანია Hexal-ი, რომელიც 2005 წელს მიჰყიდეს ასევე ფარმაცევტულ გიგანტ Novartis-ს $7 მილიარდად. მას შემდეგ ისინი ინვესტიციებს ახორციელებენ სხვა ბიოტექნოლოგიური კომპანიებში და ერთად ფლობენ გერმანული კომპანია BioNTech-ის ნახევარს. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კომპანია მუშაობს ახლა კორონავირუსის ვაქცინაზე.

7- საირუს პუნავალა

ქონება: $8,2 მილიარდი

ქვეყანა: ინდოეთი

პუნავალამ დააარსა The Serum Institute of India, რომელიც მსოფლიოში ვაქცინის უმსხვილესი მწარმოებელია. მათ შორის წითელას, პოლიომიელიტის, ტეტანუსისა და სხვა დაავადებების ვაქცინების. თებერვალში კი აღნიშნულმა კომპანიამ ამერიკულ კომპანია Codagenix-თან ერთად კორონავირუსის ვაქცინაზეც დაიწყო მუშაობა.

8 – ერნესტო ბერტარელი

ქონება: $8 მილიარდი

ქვეყანა: შვეიცარია

ბერტარელიმ 1998 წელს მიიღო მემკვიდრეობით ფარმაცევტული კომპანია Serono და ბიოტექნოლოგიურ საქმიანობაზე გადაერთო. ის შვეიცარიელ მილიარდერებს შორის პირველ ადგილზეა. ის ინვესტიციებს ფარმაცევტულ და უძრავი ქონების სექტორში ახორციელებს.

9 – კარლ კუკი

ქონება: $8 მილიარდი

ქვეყანა: აშშ

კუკმა კომპანია Cook Group–ი თავისი მშობლებისგან მიიღო. აღნიშნული კომპანია 1963 წელს შეიქმნა, როდესაც მისმა მშობლებმა სამედიცინო ინვენტარის თავიანთ სახლში წარმოება დაიწყეს და მოგვიანებით გააფართოვეს ბიზნესი.

10 – ჩენ ბანი

ქონება: $7,6 მილიარდი

ქვეყანა: ჩინეთი

ჩენი ჩინეთის უმსხვილესი ოფთალმოლოგიური ქსელის Aier Eye Hospital Group–ის ხელმძღვანელია. მას ქვეყნის მასშტაბით 200 კლინიკა აქვს. ის ასევე წარმოდგენილია აშშ–ში, ევროპასა და ჰონგ–კონგშიც. კომპანიის აქციები შენზენის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.ა