მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Topshop-ის მფლობელი კომპანია კიდევ 31 მაღაზიას დახურავს

600975de043f9
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.21 22:10
754
Arcadia, რომლის მფლობელობაშიც არის Topshop-ი, Burton-ი და Dorothy Perkins-ი, კიდევ 31 მაღაზიას დახურავს. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, კომპანიას 700 სამუშაო ადგილის შემცირება მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Arcadia-მ გასული წლის ნოემბერში გაკოტრების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც 13 000 სამუშაო ადგილი გაუქმების საფრთხის წინაშე დადგა.

Arcadia გაკოტრების მიზეზად კორონავირუსით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მაღაზიების ნახევარზე მეტი დახურულია. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 444 საცალო მაღაზიას ფლობს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 22-ს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Arcadia-ში წილის შეძენით ცნობილი ბრიტანული მაღაზიათა ქსელი Next-ი დაინტერესდა. ამ ეტაპზე Next-ი გარიგების ღირებულებას და დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, აცხადებს, რომ Arcadia-ში შედარებით უმნიშვნელო წილის შეძენას გეგმავს.