თიბის კაპიტალის კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ “საქმიან დილაში” რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მათ შორის დასაქმებაზეც.
“მიმდინარე წლის აგვისტოში დასაქმება, საერთო ჯამში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ითაა შემცირებული, რაც გაუმჯობესებაა წინა თვიდან, დაახლოებით, 2%-ით. ის, რასაც ბოლო რამდენიმე კვირაა ვამბობთ, რომ დასაქმების ბაზარი პანდემიის მიმართ უფრო გამძლე აღმოჩნდა, ეს დინამიკა გრძელდება და უმჯობესდება. კატეგორიების მიხედვით თუ ჩავშლით, დაბალსაშემოსავლო კატეგორიაში შედარებით მეტი კლებაა, თუმცა ეს კლებაც, დაახლოებით, 3%-ით შემცირდა. საშუალო კატეგორია იმავე ადგილზეა, სადაც ერთი წლის წინ ვიყავით, ხოლო მაღალ კატეგორიაში მცირედი ზრდა ფიქსირდება", - განაცხადა კორძაიამ.
კორძაია საცხოვრებელ უძრავ ქონებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სექტემბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება, ხოლო ბინების გაყიდვების რეგისტრაციის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
“სექტემბრის პირველი 20 დღის მანძილზე ზრდა, დაახლოებით, იმავე ტემპით გრძელდება, როგორც აგვისტოში. რაც შეეხება სუბსიდირების ეფექტს, მისი გამოცხადების დღიდან 6 ივლისიდან მოყოლებული ჯამურ სესხებში სუბსიდირების წილი 38.3%-ია. უძრავ ქონებაზე ბაზარზე მოთხოვნა ბრუნდება და ერთი - შესაძლოა, ამას სუბსიდირების პროგრამა განაპირობებს, ასევე, ბაზრის ფუნდამენტალური ფაქტორები წესრიგში მოდის. ამ დინამიკაზე, შესაძლოა, სამომავლოდ მცირედი ეფექტი ლარის კურსის არასტაბილურობამ იქონიოს", - აღნიშნა თორნიკე კორძაიამ.
"თიბის კაპიტალის" კვლევების უფროსი უნაღდო დანახარჯებზე საუბრობს.
“რესტორნებში ასახულია ის, რომ ხალხი იქ ნაკლებად მიდის, რადგან დიდი თავყრილობები აკრძალულია, აქ ბოლო სამი კვირაა დინამიკა უარესდება. ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ბოლო ორი კვირაა უნაღდო ხარჯვა მინუსშია გასული. აქაც ვფიქრობთ იმას, რომ გადადებული მოთოვნის ეფექტია, რაც ყველა ინდუსტრიაში დაფიქსირდა, ასევე იმის, რომ ხალხი საჯარო სივრცეებში გამოსვლას ერიდება. ტანსაცმლის იმპორტში საინტერესო დინამიკა ფიქსირდება. იმპორტი, რომელიც მანამდე უმჯობესდებოდა, ახლა რომ შევხედოთ ბოლო მონაცემს, გარკვეულწილად მოკლებულია. ეს იმის შედეგია, რომ პანდემიის პირობებში საშემოდგომო კოლექციების ქვეყანაში შემოტანა გვიანდება", - განმარტა თორნიკე კორძაიამ.
მისივე თქმით, ფულადი გზავნილები ზრდას განაგრძობს.
“ყველა ძირითადი პარტნიორისგან შემოდინებები, დაახლოებით ,ორნიშნა რიცხვებით არის გაზრდილი. ერთადერთი მინუსი მსხვილი პარტნიორებიდან რუსეთში რჩება, რუსეთიდან ვალუტის შემოსვლა -16%-ია", - განმარტა თიბის კაპიტალის კვლევების უფროსმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის