მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე კორძაია: დისტანციური მუშაობის პრაქტიკა ოფისებზე მოთხოვნას შეამცირებს

5f9c19e1b74d0
ლიკა გურაბანიძე
30.10.20 19:30
1066

2020 წლის სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში ხელფასის წლიური შემცირება დაახლოებით, 2%-ია.  ამის შესახებ “საქმიან დილაში” თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ განაცხადა. 

“მაღალ და საშუალო სახელფასო დიაპაზონებში, (1200 ლარი და ზემოთ) დასაქმებული ადამიანების რიცხვი გაზრდილია. რაც შეეხება დაბალ სახელფასო დიაპაზონს, (1200 ლარი და ქვემოთ), ამ ნაწილში, მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმ პირების რაოდენობა, ვინც ხელფასი მიიღო 36 400 ადამიანით ნაკლებია", - განაცხადა კორძაიამ. 

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მეტად დაზარალებული კვლავ ჰორეკას, გართობა-ხელოვნების, ასევე, მომსახურების სექტორი რჩება, თუმცა თიბისი კაპიტალის პროგნოზით, შემოსავლების ყველაზე მეტი კლება ვაჭრობის სექტორში რჩება.

“სურსათსა და ფარმაციაზე, ასევე, სამშენებლო მასალებზე და სხვა კატეგორიებში ხარჯვა შედარებით შემცირებულია. ხარჯვის კატეგორიებში შენელება შეინიშნება სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე ფიტნეს კლუბებში, საწვავზე, ტანსაცმელსა და აქსესუარზე. ჩვენი პროგნოზებით, შემოსავლების ყველაზე დიდი ვარდნა სავაჭრო მოლებში იქნება, სადაც, დაახლოებით, 30%-იან ვარდნას ველოდებით. რაც შეეხება  ოფისებს, ამ ნაწილში შემოსავლების 25%-იან ვარდნას ველით, თუმცა 2022 წლისთვის რითეილ მიმართულება 2019 წელთან შედარებით უკეთესი იქნება, მისი დაბრუნება ძირითადად 2021 წელს დაიწყება. რაც შეეხება ოფისებს, აქ შედარებით საშუალოვადიან პერპექტივაში სურათი უარესი იქნება, რადგან დისტანციური მუშაობის პრაქტიკა ოფისებზე მოთხოვნას შეამცირებს", - განმარტა "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა.