27.ნოემბერი .2020 23:30

თორნიკე კორძაია: მობილობის კლებასთან ერთად უმეტეს ინდუსტრიაში გადახდები შემცირდება

თორნიკე კორძაია: მობილობის კლებასთან ერთად უმეტეს ინდუსტრიაში გადახდები შემცირდება
views 300
უკან

“მობილობის კლებასთან ერთად უმეტეს ინდუსტრიაში გადახდები შემცირდება. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გაზაფხულის სცენარის შედარებით შერბილებულ ვარიანტს ველოდებით,” - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების კომენტირებისას განაცხადა.

თორნიკე კორძაიამ „თიბისი კაპიტალის" კვლევების ყოველკვირეული მიმოხილვაც გააკეთა.

“მიმდინარე პერიოდში ბინების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით 1%-ით მინუსშია. თუმცა ნოემბერს სრულად თუ შევხედავთ, ის თვის დასაწყისის ხარჯზე ჯერ კიდევ პლუსშია.

სხვა ხარჯებში ბოლო კვირაში მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა ფიქსირდება, რაც "შავი პარასკევის" ფასდაკლებებმა გამოიწვია. გასული წლის "შავი პარასკევი" ახლანდელზე ერთ კვირით გვიან იყო.

ზრდა დაფიქსირდა ფარმაციაში, ავეჯის გაყიდვებში, ელექტრონიკაში, სამშენებლო მასალებში, სურსათში და სხვა. მიგვაჩნია, რომ ეს კვირა გაყიდვები აქტიურობას შეინარჩუნებს, თუმცა შემდგომ ახალი ლოქდაუნის გამო კლებას უნდა ველოდოთ", - აღნიშნა კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა