მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე - "მუყაოს ქალაქში" მშენებლობა თებერვლიდან დაიწყება

5e305caae2d85
ინგა მურუსიძე
28.01.20 22:00
1378
„მუყაოს ქალაქის“ მშენებლობა თებერვლიდან დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე წინადადებების მიღება. საქმე ეხება ე.წ. მუყაოს ქალაქს. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული და როგორც დავპირდით მოსახლეობას, წელს თებერვალში დავიწყებთ მშენებლობას. გავაგრძელებთ მუშაობას ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე კრიტერიუმის შემუშავების მიზნით. ეს მოგვცემს საშუალებას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ რეგიონში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევა“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობამ რამდენიმე თვის წინ ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი.