14.სექტემბერი .2019 11:00

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში 1.5 მილიონ კვ.მ ფართზე სამშენებლო ნებართვებია გაცემული

views 217
უკან

აჭარა სამშენებლო ნებართვების გაცემის კუთხით ქვეყანაში ლიდერია - ამის შესახებ BM.GE-სთან აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც რიჟვაძე ამბობს, ამ დროისთვის აჭარაში მილიონ ნახევარ კვადრატულ მეტრ ფართზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვები. მისი გათვლებით, 2020 წლამდე რეგიონაში მიმდინარე და სამომავლო პროექტების ხარჯზე საინვესტიციო პორტფელი სამ მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

"აჭარა, ბათუმი არის ქვეყანაში ლიდერი სამშენებლო ნებართვების გაცემის კუთხით, ზოგადად საერთო სამშენებლო ფართის გათვალისწინებით. მილიონ ნახევარ კვადრატულ მეტრ სამშენებლო ფართზე არის გაცემული შესაბამისი სამშენებლო ნებართვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა აბსოლუტურად რეალისტურია და ეს იქნება არანაკლებ სამი მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელი. საუკეთესო სცენარის შესაბამისად, აუცილებლად გავაუმჯობესებთ ამ რიცხვსაც", - ამბობს აჭარის მთავრობის თავჯდომარე.