26.აგვისტო .2020 17:55

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ბიზნესს დამატებით 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა

views 404
უკან

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეტაპზე აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ბიზნესისთვის პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის შემსუბუქებაა.

მისი თქმით, ბიზნესს მიეცემა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

„პანდემიის ფონზე, აქტიური გამოწვევის წინაშე დგას ბიზნესი და კერძო სექტორი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ასევე, ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მოხდეს იმ რეალიების გათვალისწინება, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას განაგრძოს საქმიანობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და შემდეგ შექმნა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა