აჭარის მთავრობაში დღეს გამართულ ოპერატიული შტაბის სხდომას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დაესწრო. სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მართვის ნაწილში პრიორიტეტს წარმოადგენს კლინიკური მიმართულების გაძლიერება - „ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია დაინფიცირებული პაციენტების მართვა და კლინიკური მიმართულების გაძლიერება. ამ მიზნით აჭარაში ჩამობრძანდა მარინა ეზუგბაია. მის კოლეგებთან ერთად ჩვენ უკვე გავაგრძელებთ კოვიდ მართვის კლინიკებთან აქტიურ კომუნიკაციას, რათა ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.“
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რეგიონში სრულად ექვემდებარება კონტროლს. ასევე აღნიშნა, რომ ლოჯისტიკური რგოლი, ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური სიმძლავრეები, ასევე ადამიანური და ტექნიკური რესურსი რეგიონში სრულად არის მობილიზებული.
„არ იგეგმება მძიმე შეზღუდვები, მოვიდა დრო, როცა უნდა მოვახდინოთ ვირუსთან ადაპტაცია. სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობით. ამას ემატება ჯანდაცვის სექტორიც, რომელიც გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეფექტურად მართოს ეს პროცესები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთი ადამიანი აჭარაში დღეს არ არის ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა