მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: "არც ერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე"

5ec2a25d7d3dd
ინგა მურუსიძე
18.05.20 20:00
1190
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში ხელმძღვანელ პირებთან, საქვეუწყებო დაწესებულების და დეპარტამენტის უფროსებთან შეხვდა გამართა.

როგორც bm.ge-ს აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტკრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწობის გეგმებზე, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ სტრატეგიაზე და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობაზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის მიერ დარგობრივად ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების შესახებ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს დიდი დატვირთვა ჰქონდა პანდემიის პერიოდში, რასაც წარმატებით გაერთვა თავი.

მისი თქმით, მიმდინარე ეტაპზე საჭიროა ინფექციის კონტროლი და შედეგების შენარჩუნება.  "ჯანდაცვის სამინისტროს მოახლოებულ ტურიზმის სეზონთან დაკავშირებით დაევალა ეპიდემიოლოგების მაქსიმალური ჩართვა ზაფხულის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა", - განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასაქმების სააგენტოს დაევალა მოსახლეობის ინფორმირება კომპენსაციის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება უზრუნველყოს ბიზნესთნ კომუნიკაციის გაუმჯობესება, საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა და რეაგირება, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. სამინისტრო უზრუნველყოფს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას.

თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა აჭარის მთავრობის მიერ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, რომელთა შესრულება და დაცვა სავალდებულო იქნება „მწვანე ზონებად“ განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრისას განიხილეს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზიზული გეგმის განხორციელბაში სამინისტროს ჩართულობა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ფართოების უფასოდ დამუშავების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აგროსერვის ცენტრი უზრუნველყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას და ექსტენციის განხორციელებას.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტს და განათლების სამინისტროს დაევალა მუზეუმების, ტურისტული ობიექტების დროული ადაპტირება, სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლება.