მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, ოპერატიულად უნდა გადავჭრათ

5db555d8550f8
BM.GE
27.10.19 12:45
834
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრის, აჭყვისთავისა და ზენითის მოსახლეობას შეხვდა.

რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები მოინახულა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმოს. დაისვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ, დროულ მოგვარებას. მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც ხარისხიანი, გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე ყველა ის სერვისი, რომელიც მათ გაუადვილებს სოფლად ცხოვრებას.

ხელისუფლების ყველა რგოლი იქნება ჩართული მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში ჩართული იქნება თითოეული საჯარო მოხელე", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინტერნეტიზაცია - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაც მოსახლეობამ ალამბარში, აჭყვისთავსა და ზენითში პრიორიტეტად დაასახელა.