მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე უნდა შევძლოთ "რივიერას" პროექტის აქტიურ ფაზაში გადაყვანა

5d7d5dd80227c
BM.GE
15.09.19 10:00
1252
"წლის ბოლომდე უნდა შევძლოთ ბათუმის "რივიერას" პროექტის აქტიურ ფაზაში გადაყვანა", - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის "რივიერას" პროექტი აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

რიჟვაძე იმედოვნებს რომ პროექტის განხორციელება ძალიან მალე დაიწყება. დაწყების ვადად კი 2019 წლის ბოლოს ასახელებს.

"ბათუმის საკრებულომ იცით, რომ დაამტკიცა შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დაიწყება ამ პროექტის მშენებლობა. მოეწყობა იახტ-კლუბი, თანამედროვე ტურისტული ობიექტები, საერთაშორისო სასტუმროები და ეს იქნება არანაკლებ 1 მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია და ეს ნიშნავს, ასობით დასაქმებულ ადამიანს", - ამბობს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.